თქვენ ისეთი თავისუფლები ხართ, როგორც მე ვარ კიტრი, - ასე მიმართა ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში.
,,მე არ ვპასუხობს ოლიგარქების ტელევიზიების კითხვებს. ტელეკომპანია იმედი მე მიმაჩნია ივანიშვილის კარის ტელევიზიად. მომიკითხეთ ივანიშვილი, კარგად მეყოლეთ. თქვენ ისეთი თავისუფლები ხართ, როგორც მე ვარ კიტრი. აქ არიან სერიოზული პოლიტიკოსები და მოიქეცით ადამიანურად. თქვენი ადგილი არის ივანიშვილის გვერდზე და იქ მიბრძანდით. ნუ უშლით ხალხს ხელს მუშაობაში. თქვენ ჟურნალისტები არ ხართ, თქვენ ხართ ივანიშვილის ჩვეულებრივი აგენტები და ივანიშვილის დაქირავებული ცრუპენტელა არხების წარმომადგენლები”, - მიმართა ,,იმედისა“ და ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტებს ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა.