მატარებელი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები იმყოფებიან, სავარაუდოდ, რამდენიმე წუთში უკრაინაში გაემგზავრება.
გადაწყვეტილება პოლონეთის ხელისუფლებამ ევროპარლამენტარების ჩარევის შემდეგ მიიღო.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
სააკაშვილის ცნობით, პოროშენკომ გასცა ბრძანება, რომ მატარებელი არ დაიძრება სანამ სააკაშვილი მას არ დატოვებს.
მისი განცხადებით, არავის აქვს უფლება მატარებელი გააჩეროს.
მან პოლონეთიდან უკრაინაში შესვლის ადრე დაანონსებული მარშრუტი შეცვალა და უკრაინაში "ინტერსიტის" მატარებლით შესვლა გადაწყვიტა, სადაც საბუთები უნდა შეუმოწმონ.
მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილს "კრაკოვეცის" სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან ელოდებოდნენ, მათ იქ კარვების ბანაკი აქვთ გაშლილი.