კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ გვიან ღამით, გურჯაანი-ბაკურციხე-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს „ტოიოტასა“ და „ჰონდას“ მარკის ჯიპები შეეჯახა. დარტყმის დროს „ტოიოტას“ ავტომობილი მოცურდა და ელექტრობოძს დაეჯახა. დაშავდა ავტომანქანის მძღოლი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.