თბილისში ძლიერი ქარია. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ჯერჯერობით დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
მათივე ინფორმაციით, ქარის გამო ათობით გამოძახება დაფიქსირდა და სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილებზე არიან გასული.
აღსანიშნავია, რომ სტიქიამ რამდენიმე უბანში ხეები მოგლიჯა.
სოციალურ ქსელ Facebook-ზე თვითმხილველებმა განათავსეს ფოტომასალა, რომელზეც ჩანს, რომ ელენე ახვლედიანის აღმართზე ქარისგან მოგლეჯილი ხე მოძრავ მანქანას დაეცა.