თბილისში, ალექსიძის 1 ნომერში უცხოელ ტურისტს თავს დაესხნენ.
როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელი წერს, ერთ-ერთი მაღალსართულიანი კორპუსის სადარბაზოსთან 3 უცნობი მამაკაცი რუსს ვიზიტორს სასტიკად გაუსწორდა. მისივე თქმით, ტურისტს მაღალსართულზე დახვდნენ, გაძარცვეს და შემდეგ, თავი გაუტეხეს.
ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული. დაზარალებული თავის არეში მიყენებული მძიმე ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ვითარებაში გარკვევას გამომძიებლები ამ წუთებში ცდილობენ.
თავდასხმას შეესწრო დაშავებული ტურისტის მეგობარი გოგონაც.
სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.