6 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4802 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.4926 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 1.24 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9579 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9662 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.83 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.7199 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.2354 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 7 სექტემბერიდან შევა ძალაში.