ზაჰესის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. სააგენტოში ამ დრომდე ვერ აკონკრეტებენ თუ რა ფართობის ტერიტორიაა დამწვარი.
„ფერდობზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ცეცხლი ბალახებსა და ბუჩქებს ეკიდა. ადგილზე 10 ჯგუფი, 50-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.