თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადრები ჰყავს - ლემურს, სახელად კიჭას ტყუპები გაუჩნდა.
ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის ზოოპარკი ავრცელებს.
"ჩვენს ლემურს, ქალბატონ კიჭას ტყუპები გაუჩნდა. გუშინ პირველად გამოვუშვით გარე ვოლიერში და ახლა თქვენც შეგიძლიათ მობრძანდეთ და მოინახულოთ.
ერთადერთი ადგილი მსოფლიოში, სადაც ბუნებაში კატისებრი ლემურის ნახვაა შესაძლებელი, კუნძული მადაგასკარია. ამ ცხოველს სხვა სახეობის ლემურებისგან გრძელი, რგოლებით მოხატული კუდი განასხვავებს. აქტიურია დღის განმავლობაში. შესანიშანავად დაძვრება ხეებზე, თუმცა მიწაზეც დიდ დროს ატარებს. კატისებრი ლემურის სიცოცხლის ხანგრძლივობა 15 წელია", - ვკითხულობთ ზოოპარკის Facebook გვერდზე.