თბილისში, ხეთაგუროვის 6 ნომერში გვიან ღამით სახლი გაქურდეს.
არსებული ინფორმაციით, ქურდობის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. დაბრუნებულებს ოჯახის წევრებს კარი ღია დახვდათ.
ამ დროისთვის უცნობია, რისი წაღება შეძლეს ქურდებმა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. საგამოძიებო მოქმედებები გვიანობამდე გაგრძელდა. მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.