თბილისში, ვაკეში მდებარე სავაჭრო ცენტრ “პიქსელის“ შენობაში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, მოგვიანებთ, ქმარმა თავადაც თვითდაზიანება მიიყენა.
ორივე მათგანი გადაყვანილია საავადმყოფოში.
გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.