კომპანია “ვისოლმა” საბერძნეთში ენერგეტიკის სფეროში ყველაზე მსხვილ ბიზნესჯგუფ “საბერძნეთის პეტროლიუმთან” ფრანჩაიზის ხელშეკრულება გააფორმა და საქართველოში “ეკოს” გასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო.
“ეკოს” პირველი პილოტური ავტოგასამართი სადგური თბილისში ვაჟა ფშაველას გამზირ #27-ში გახსნა.
ხელშეკრულების საფუძველზე “ვისოლი” საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე “ეკოს” ბრენდს აბრუნებს, რომელიც როგორც კომპანიაში ამბობენ, წლების განმავლობაში ქვეყანაში საწვავის ხარისხის ეტალონად იყო მიჩნეული.
“ვისოლში” ამბობენ, რომ “ეკოს” ავტოგასამართ სადგურზე ეკოს უმაღლესი ხარისხის საწვავის სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი.
პილოტური ავტოგასამართი სადგურები გაყიდვების ანალიზის საფუძველზე, “საბერძნეთის პეტროლიუმი” და “ვისოლ ჯგუფი” ერთობლივად მიიღებენ გადაწყვეტილებას სხვა ლოკაციებზე “ეკოს” სადგურების განვითარებასთან დაკავშირებით.