ვაშლების დარიგების კამპანიის მიზანია, ჩვენი ბავშვების ყურადღება „სუხარებიდან“ და შაქრიანი სასმელიდან გადავიტანოთ ჯანსაღ პროდუქტზე, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლებში ვაშლის დარიგების კამპანიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი განმარტებით, თბილისის მსხვლ სკოლაში, კვირაში ერთხელ იქნება ეს კამპანია.
„ეს არის ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის ნაწილი და, შესაბამისად, სექტემბრიდან დეკემბრამდე თბილისის ზოგიერთ მსხვილ სკოლაში, კვირაში ერთხელ გვექნება ეს კამპანია“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.