ასტანის აეროპორტი დროებით იკეტება. Air Astana-სა და სხვა ავიაკომპანიებს თავიანთ განრიგში ცვლილებების შეტანა მოუწევთ.
როგორც ყაზახური მედია წერს, ნურსულთან ნაზარბაევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს რეკონსტრუქცია უტარდება და ამ მიზნით დროებით ფუნქციონირებას შეწყვეტს.
როგორც Air Astana-ში განმარტავენ, აეროპორტის ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი 15-დან 24 სექტემბრამდე დაიკეტება.
ავიაკომპანია საკუთარ მგზავრებს მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ არსებულ განრიგს გადახედონ და საჭიროების შემთხვევაში, საკუთარ ვიზიტში კორექტირება შეიტანონ და მგზავრობის თარიღები შეცვალონ.
Air Astana მგზავრებს შეძენილი ბილეთის ფასს სრულად დაუბრუნებს, ან უფასოდ გადაუცვლის.