გორთან ახლოს, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რა დროსაც ცეცხლი გაუჩნდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.