მეხანძრე-მაშველები თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან ხანძარს ამ წუთებშიც აქრობენ. რთული რელიეფის გამო ხანძრის ქრობის პროცესში ვეტმფრენის ჩართვა გახდა საჭირო. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
„ხანძრის ჩაქრობის პროცესში ცოცხალი ძალა, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, ათეულობით მეხანძრე-მაშველია ჩართული. ასევე ჩაერთვება ერთი ვეტმფრენიც. თუ რა ფართობის ტერიტორიაზეა ცეცხლი გავრცელებული, ჯერ ამ ინფორმაციას არ ვფლობთ“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.