სასიამოვნო სიახლე ყაზახური ავიაკომპანია Air Astana-გან. როგორც ავიაკომპანიის Facebook-ის ოფიციალური გვერდიდან ირკვევა, Air Astana ეკონომ-კლასის მგზავრებს მოგზაურობისათვის საჭირო ატრიბუტიკას სთავაზობს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, სამოგზაურო ნაკრების გადაცემა მგზავრებზე 3 საათზე მეტი ხანგრძლივობის ფრენისას მოხდება.
ყაზახეთიდან რეისებისას მგზავრს გადაეცემა:
1. ჩუსტები;
2. კალამი;
3. თვალის ნიღაბი;
4. ყურის საცობი;
5. კბილის პასტა და ჯაგრისი;
6. ხელის კრემი;
ყაზახეთში დაბრუნებისას კი მგზავრი მიიღებს:
1. კისრის ბალიში;
2. წინდები;
3. კბილის პასტა და ჯაგრისი;
4. ყურის საცობი;
5. ხელის კრემი;
სამოგზაურო ნაკრები სულ ხუთი ფერისაა და მგზავრს ხშირი ფრენისას მათი კოლექციის დაგროვებაც შეუძლია.