თბილისში, თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო "რუსთაველში" ხანძარია.
ადგილზე სამართალდამცველები და მეხანძრეები მუშაობენ.
სასტუმროს თანამშრომელთა ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთ ნომერში, სავარაუდოდ, ვიზიტორის დაუდევრობის გამო გაჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში "ჯი-ეიჩ-ენ"-ს განუცხადეს, ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება უფრო იყო, ვიდრე ხანძარი.
"სასტუმროს ნომერში არსებულ მატრას გაუჩნდა ცეცხლი. ადგილზე ჩვენი 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. პროცესი უკვე დასრულებულია. დაკვამლიანება ლიკვიდირებულია. ოთახიც გაწმინდეს და მატრასიც გამოიტანეს", - აღნიშნავენ სააგენტოში.