2016 წელს გასულ წელთან შედარებით, სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში სტუმართა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ირანიდან (6.6-ჯერ), რუსეთიდან 71.2% - ით, თურქეთიდან - 70.0% - ით, უკრაინიდან - 41.4%-ით, გერმანიიდან - 27.9%ით, პოლონეთიდან - 21.6%-ით, აშშ-დან - 19.4% - ით და სომხეთიდან - 11.9% - ით.
საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად სტუმრობდნენ რეკრეაციისა და დასვენების მიზნით (74.6%), საქმიანი და პროფესიული მიზნით - 16.0%, მკურნალობის მიზნით - 1.6%, ხოლო დარჩენილი 7.8% სხვა მიზნებზე მოდის.
რეკრეაციისა და დასვენების მიზნით, სასტუმროებსა და სასტურმოს ტიპის დაწესებულებებში განთავსებული არარეზიდენტი სტუმრებიდან 14.3% მოდის რუსეთიდან ჩამოსულ სტუმრებზე, 13.6% - თურქეთზე, 7.4% - უკრაინაზე, 6.8% - ირანზე, 6.3% - ისრაელზე, 3.6% - აზერბაიჯანზე, 3.6% - სომხეთზე და 3.2% პოლონეთზე.