თბილისის საერთაშორისო აერპორტის ახალი მოფრენის ტერმინალის, საოპერაციო მზაობისა და შერწყმის პროცესის ფარგლებში, ახალი კვების ობიექტები ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.
15 სექტემბრიდან მოფრენის დარბაზში მგზავრებს მყუდრო გარემოსა და კერძების ფართო არჩევანს, ხის ინტერიერით მოწყობილი Brewmark Pub Tbilisi შესთავაზებს.
ოქტომბრის ბოლოდან კი BUS GATE-ის ზონაში კიდევ ერთი, ახალი Need Stop-ის კაფე განთავსდება.
აღსანიშნავია, რომ პირველი Need Stop-ის კაფე ახალი მოფრენის ტერმინალის გაფრენის ზონაში 12 ივლისიდან ფუნქციონირებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ყველა კვების ობიექტი 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.
წლის ბოლომდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ტერმინალში არსებული ყველა კაფე-რესტორნის რენოვაცია იგეგმება.