თბილისში, იოსებიძისა და ბულაჩაურის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ქალი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან ბორდიურზე გადავიდა და ერთ-ერთი მაღაზიის კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთმა მგზავრმა დაზიანება მიიღო.
ადგილზე მობილზებულები არიან საპატრულო პოლიციის და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანები.