3 სექტემბერს აჭარას ბელორუსიის რესპუბლიკის მოგილიოვის ოლქის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმირ დომანევსკი და ამავე ოლქის სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი გენადი ჩორნი სამთავრობო და ბიზნეს დელეგაციასთან ერთად ეწვევა.
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, დაგეგმილია მათი მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებში.
5 სექტემბერს ჩატარდება ბიზნეს ფორუმი „ბათუმი-მოგილიოვ“. ბელორუსიის ბიზნეს დელეგაცია ფორუმზე წარმოდგენილი იქნება შემდეგ სფეროებში მომუშავე ბიზნესმენებით: საკონსერვო მრეწველობა, პურ ფუნთუშეულის წარმოება და საკონდიტრო პროდუქცია, რძისა და რძის პროდუქტების წარმოება, ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოება, სასოფლო-სამეურნეო მანქანებისა და მოწყობილობების წარმოება, ლიფტების წარმოება და მომსახურება.
ბიზნეს ფორუმში მონაწილე ბიზნესმენთა რეგისტრაცია დაიწყება 5 სექტემბერს, 09:00 საათზე სასტუმრო „რედისონში“.