საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა“ აჭარის მონაკვეთში განთავსებული სანავიგაციო ნიშნების სანათი მოწყობილობების განახლებაზე მუშაობა დაასრულა.
სამუშაოების აუცილებლობა ბათუმის ბულვარის მრავალფეროვანი ილუმინაციების ფონზე, პორტის აკვატორიაში განთავსებული სანავიგაციო ნიშნების ნათების სიმკვეთრის გადაფარვამ განაპირობა, რაც თავის მხრივ საფრთხეს უქმნიდა ნაოსნობას.
აღნიშნული სამუშაოები ფინური კომპანია „SABIK MARINE”-ს წარმომადგენლის უშუალო ჩართულობითა და ინსტრუქტაჟით განხორციელდა, რომელმაც ნათების სიმძლავრის პროცენტული მაჩვენებლების გამოთვლის შესაბამისად კომპლექსურად მოახდინა ახალი სანავიგაციო მოწყობილობებისა და საშუალებების ინსტალირება.
აღსანიშნავია, რომ საქართელოს საზღვაო სივრცის აჭარის საზღვაო სანავიგაციო ინფრასტრუქტურა უკვე აღჭურვილია საზღვაო ნავიგაციის უსაფრთხოებასა და მაღალეფექტურობაზე ორიენტირებული, შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის (IALA) ინდუსტრიული წევრი კომპანიების მიერ წარმოებული სანავიგაციო მოწყობილობებით.
ნაონობის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლების მიზნით ჰიდროგრაფიული სამსახური შემდგომშიც მუდმივად განახორციელებს მსგავს ღონისძიებებს.