Ryanair-ის გენერალური დირექტორი მაიკლ ოლარი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 5 წელიწადში ევროპულ ბაზარზე მხოლოდ 5 ავიაკომპანია დარჩება. და მათ შორის ერთ-ერთი აუცილებლად იქნება Ryanair-ი.
ოლარი იმედოვნებს, რომ ამ დროისათვის ასევე „დარჩებიან“ easyJet, Lufthansa, Air France-KLM და IAG.
მისი აზრით, დანარჩენი ავიაკომპანიები ან საერთოდ გავლენ ბაზრიდან ან კიდევ ბაზრის მსხვილი მოთამაშეებისგან იქნებიან „შთანთქმულნი“.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის უმსხვილესი ევროპული მოთამაშე Air Berlin-ი კრიზისში იმყოფება.