ამ წუთებში ახალციხის პროკურატურაში ბორჯომში გაჩენილ ხანძართან დაკავშირები ერთი მოქალაქე ჩვენებას აძლევს. როგორც „ჯი-ეიჩ-ენ-თან“ მისი ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე ამბობს, აღნიშნული პიროვნება მაღალჩინოსანთა საუბარს შეესწრო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს.
„ ახალციხის პროკურატურაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პ. ჯ-ძე ჩვენებას აძლევს. ის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით. ამ პიროვნებას, რომელიც ბორჯომელია და ხე-ტყეზე მუშაობს, სხვა საქმეზე ვიცავ, ის თავისუფლებაში გირაოს სანაცვლოდ იმყოფება. როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, ის მაღალჩინოსანთა საუბარს შეესწრო, რომლის მიხედვითაც, გამოიკვეთა რომ ხანძარი შეგნებულად გააჩინეს“, - აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენ-თან“ კაკაბაძე.
ბორჯომში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.