3 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც გუშინ ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მე-4 სართულიდან გადავარდა, კვლავ სტაბილურად მძიმეა, თუმცა ექიმების ინფორმაციით, ის დღეს დილიდან კონტაქტური გახდა.
მათივე ცნობით, ჯერჯერობით, დაშავებულისთვის ოპერაციის გაკეთება არ არის სავალდებულო, რადგან იმედოვნებენ, რომ თავის ტვინში გაჟონილი სისხლი ნელ-ნელა გაიწოვება და მცირეწლოვანის მდგომარეობა გაუმჯობესდება.