საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე ამ დრომდე რჩებიან მეხანძრე-მაშველები.
„ხანძარი ლოკალიზებულია, ადგილზე ერთი სახანძრო-სამაშველო კგუფი მუშაობს. ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ცეცხლი ბალახს გაუჩნდა და 250 კვადრატული მეტრის ფართობს მოედო“, - განუცხადეს „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.