ახალქალაქში, სოფელ კორხის მიმდებარე ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
"ადგილზე ათეულობით მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა მუშაობს. რთული რელიეფის მიუხედავად, მეხანძრე-მაშველების დროული და ეფექტური რეაგირების შედეგად, 2-3 ჰექტარის ფართობზე გავრცელებული ხანძრის ლოკალიზება უმოკლეს დროში მოხდა", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. ამ წუთებში ხანძრის ცალკეული კერების ლიკვიდირება მიმდინარეობს.