რუსთავში ცხოველის წამების კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა.
არასამთავრებო ორგანიზაცია ,,ცხოველთა მეგობრობის’’ ხელმძღვანელის, ირინა ლიკლიკაძის განცხადებით, მე-19 მიკრორაიონში ლეკვს ფეხები დააჭრეს და პატრონს კარებთან მიუგდეს.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ცნობისთვის, რუსთავში, ბოლო ორ თვეში ეს ცხოველის წამების მეხუთე ფაქტია.