ბათუმის მერია საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისთვის მილიონ-ნახევარ ლარს დახარჯავს.
"აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, ქალაქის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
მერიაში ამბობენ, რომ ამ თანხით სხვადასხვა ქუჩაზე დეკორატიული განათებები დამონტაჟდება. მათივე ცნობით, არსებული საახალწლო აქსესუარები მოძველებულია და ექსპლუტაციის ვადა ამოწურული აქვს.
საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურში აცხადებენ, რომ პროექტი 2 წლიანია და წელს დაახლოებით 600 ათასი ლარი გამოიყოფა.
ერთი კვირის წინ ბათუმის მერიამ ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა და საახალწლოდ ქალაქის გაფორმებისთვის დამატებით 400 ათასი ლარი გამოყო.