39 ათასამდე აბიტურიენტიდან 28 176 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. ეროვნული გამოცდების საგამოცდო და საგრანტო შედეგები უკვე გამოქვეყნებულია.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი აცხადებს, რომ წინა წლებთან შედარებით ოდნავ გაიზარდა სტუდენტების რაოდენობა და ეს კარგია. მისივე თქმით, 363 აბიტურიენტმა გამოცდების ბარიერი გადალახა, მაგრამ ვერსად ჩაირიცხა.
როგორც მიმინოშვილმა განაცხადა, ე.წ უფასო ფაკულტეტებზე სულ 4051 აბიტურიენტი ჩაირიცხა. ამასთან,100%-იანი გრანტი 1009 აბიტურიენტმა აიღო.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, 70%-ინი გრანტი აიღო 1457 აბიტურიენტმა, ხოლო 50%-იანი გრანტი 4081 აბიტურიენტმა.
2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ 41500-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.