ვაზიანში ხანძარია, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
„ვაზიანში, რკინიგზის მიმდებარედ, ხანძარია, ბალახები იწვის. ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ცეცხლი 10-15 ჰექტარის ფართობზეა. ხანძარი ლოკალიზებულია“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.