ახალციხეში, სოფელ ურაველთან ბალახი და რამდენიმე ბუჩქი იწვის. ცეცხლი 1,5 ჰექტარის ფართობზეა მოდებული.
„ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ცეცხლი ახლომდებარე ტყეს არ გადასდებია. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. მალე ამ ხანძრის ლიკვიდაციას გამცნობთ“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.