საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ მოშიმშილეებთან დიალოგისთვის მზად არიან.
მათივე თქმით, კანონდარღვევის, ძალადობისა და პროვოკაციისთვის კონკრეტულმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.
„სასამართლომ მიიღო აბსოლუტურად კანონიერი გადაწყვეტილება, როდესაც მათ უარი უთხრა კარვების გაშლაზე. სწორედ ამას მოჰყვა ის აგრესია. შემოჭრა დაუშვებელია და ეს არის კანონდარღვევა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ დარღვევაზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სწორედ ძალადობის ორგანიზატორებს,“- განაცხადა ”საქართველოს რკინიგზის” ინფრასტრუქტურის ფილიალის იურიდიული სამსახურის უფროსმა ნანა კლარჯეიშვილმა.
მოშიმშილეების თქმით, კი თავად დეპარტამენტი არ გამოდის კონტაქტზე, რის გამო ვერ ხერხდება მათან მოლაპარაკებების გამართვა.
ცნობისთვის, გუშინ მოშიმშილე რკინიგზელების მხარდამჭერ აქციაზე სამართალდამცავებმა აქციის 10-მდე მონაწილე დააკავეს. სიტუაცია რკინიგზის ცენტრალურ ოფისთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა საქართველოს რკინიგზის ოფისის ფოიეში შესვლა და შიმშილობის აქციის იქ გაგრძელება სცადა.