22 - 24 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო” და „ქუთაისის აეროპორტი“, ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, 22 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 121.78 გრამი) საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო” აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 7,217.64 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 7,217.64 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 79.7 გრამი) გამოვლინდა 24 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 11,205 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 11,205 ლარის ოდენობით შეეფარდა.