რამდენიმე საათის წინ, მახათას მთაზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ამ ეტაპზე, ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები დასრულებულია.
”2-3 ჰექტარის ფართობს ეკიდა ცეცხლი, ადგილზე 4 ჯგუფი მუშაობდა. ცეცხლი ბალახებს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველები უკვე დაიშალნენ”, - განუცხადეს ”ჯი-ეიჩ-ენ-ს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.