ვაზისუბანში არსებული საფლავების მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ მოქალაქემ აცნობა. მისი განცხადებით, ადგილზე ერთი სამაშველო-სახანძრო ბრიგადა მუშაობს.
აღნიშნული ინფორმაცია „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს. მათი განცხადებით, ცეცხლი ერთი ჰექტარის ფართობს წაეკიდა. ხანძარი ლოკალიზებულია.