ვარკეთილის მე-3 მასივის ზემო პლატოზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
„ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი კერძო პირის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიას გაუჩნდა, სადაც მას ავტოსადგომი ჰქონდა გაკეთებული. დაახლოებით, 7-8 000 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. ადგილზე 2 სამაშველო-სახანძრო ჯგუფი მუშაობდა“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.