თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივის ზემო პლატოზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.
ამ დროისთვის ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია. ადგილზე ორი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი რჩება.
ცეცხლი გამხმარ ბალახს მოედო.