ხანძარი გაჩნდა ჟინვალის მისადგომებთან, რომლის ლოკალიზებაც მეხანძრე-მაშველებმა მოახერხეს. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
„ხანძარი ჟინვალის მისადგომებთან იყო, რომელიც უკვე ლოკალიზებულია. დაახლოებით, ერთ ჰექტრამდე ფართობზეა საუბარი. ადგილზე 25-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სააგენტოში.