ბორჯომის ხეობაში ხანძარი კვლავ მძვინვარებს. ადგილზე 400 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. უახლოეს წუთებში საჰაერო ტექნიკის დახმარებას აზერბაიჯანის შემდეგ,თურქეთიდან ელოდებიან. ამის შესახებ, "ჯი-ეიჩ-ენ-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
"ვეტმფრენს თურქეთიდანაც ველოდებით, თუმცა, ის ჯერ ადგილზე არ არის. მოკლედ, საერთაშოროსო დახმარებას ველოდებით. ადგილზე 400 მეხანძრე-მაშველი გვყავს მობილიზებული, ისინი ხანძრის კერებზე არიან გადანაწილებული. 3 ვეტმფრენი მუშაობს, აქედან 2 სასაზღვრო პოლიციისაა, ერთი კი აზერბაიჯანიდან გამოგზავნილია. უწყვეტ რეჟიმში ვდილობთ ხანძრის ჩაქრობას.
მთელი ღამის განმავლობაში წამითაც კი არ შეჩერებულა ხანძრის ქრობისთვის საჭირო სამუშაოები. სოფელ დაბასთან მოხდა მეხანძრე-მაშველების მობილიზება იმისთვის, რომ ხანძარი დასახლებულ პუნქტში არ გავრცელებულიყო. ჩვენი მეხანძრე-მაშველების პროფესიონალიზმის დამსახურებით, მოსახლეობას ერთი თეთრის ზარალი არ მიუღია", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენ-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.