დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-ივლისში 1808.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 30.7 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 570.3 მლნ. აშშ დოლარი (59.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1237.9 მლნ. აშშ დოლარი იყო (20.7 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 31.9 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 39.4 პროცენტი და იმპორტში 29.3 პროცენტი (2016 წლის იანვარ-ივლისში შესაბამისად 27.5, 31.9 და 26.3 პროცენტი). 2017 წლის იანვარ-ივლისში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 24.0 პროცენტი (2016 წლის იანვარ-ივლისშიც ასევე 24.0 პროცენტი).