ბათუმში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული მამაკაცი დღეს დილით დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. მას სიცოცხლესთან შეუსაბამო, სხეულის 90 %-იანი დამწვრობა ჰქონდა. ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გუშინ, ბათუმიდან თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ბათუმში თხევადი გაზის სადგურზე აფეთქება მოხდა. დაინგრა ორი საცხოვრებელი სახლი, ორი კი ნაწილობრივ დაიწვა. მძიმედ დაშავდა ორი ადამიანი, აქედან ერთი გარდაიცვალა.