რუსულ ავიაკომპანია Pegas Fly მოსკოვი-თბილისის მიმართულებაზე იწყებს ოპერირებას. interfax-ის ინფორმაციით, ავიაკომპანია მოსკოვის ჟუკოვსკის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს 19 სექტემბრიდან დაიწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა ჟუკოვსკის აეროპორტზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, ავიაკომპანიამ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შესაბამისი განაცხადი უკვე წარადგინა და სააგენტომ ავიაკომპანიის მოთხოვნისა და წარდგენილ დოკუმენტაციის შესწავლა დაიწყო.
როგორც ცნობილია, ჟუკოვსკის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით 5 აგვისტოდან ფრენები უკვე დაიწყო Ural Airlines-მა.
შეგახსენებთ, რომ ჟუკოვსკის აეროპორტი 2016 წლის მაისში გაიხსნა და პირველი რეისი სექტემბერში მიიღო. დღეისათვის აეროპორტი ემსახურება რუსულ ავიაკომპანიებს Ural Airlines-სა და Pegas Fly-ს, ასევე ყირგიზულ Air Manas-ა და Avia Traffic Company-ს, ბელორუსულ Belavia-ს, თურქულ Onur Air-სა და SunExpress.
გახსნის დღიდან 2016 წლის ბოლომდე აეროპორტი 53 ათას მგზავრს მოემსახურა, ეს იმ ფონზე, როდესაც აეროპორტის მენეჯმენტის გათვლებით აეროპორტის მომსახურებით 350-400 ათასი მგზავრი ისარგებლებდა. 2017 წლის გეგმა კი 1,5 მლნ მგზავრია.