ავიაკომპანია Ryanair-ი გერმანიის მთავრობას Air Berlin-ს მიმართ მიკერძოებულ ქმედებებში ადანაშაულებს. Ryanair-მა გერმანიის მთავრობა ბრალს დებს იმაში, რომ მან, Lufthansa-ს საკუთრებაში გადაცემამდე, გაკოტრებული Air Berlin-ი დააკრედიტა.
Ryanair-მა გერმანიისა და ევროპულ ანტიმონოპოლიურ სამსახურებს საჩივარი უკვე გადაუგზავნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ გაკოტრებულმა კომპანიამ მთავრობისგან დახმარება მიიღო.
თავის მხრივ გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ უარყო Ryanair-ის მტკიცებულება, რომ მთავრობას, Air Berlin-სა და Lufthansa-ს შორის რაიმე სახის მოლაპარაკებების თაობაზე. უფრო მეტიც სამინისტრომ Ryanair-ის განცხადებას აბსურდული უწოდა.
„ეს არის ხელოვნურად გამოწვეული გაკოტრების მცდელობა, რომელიც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - რათა Lufthansa-მ შეძლოს ვალებისგან განთავისუფლებული ავიაკომპანიის ხელში ჩაგდება. რაც თავის მხრივ გერმანიისა და ევროპის ანტიმონოპოლიურ პრინციპებს ეწინააღმდეგება“, აცხადებენ Ryanair-ში.
გერმანიის მთავრობის, Air Berlin-სა და Lufthansa-ს შორის არსებულ შეთანხმებას ირლანდიური „ლოუკოსტერი“ შეთქმულებას უწოდებს.