მაშველები ჩაქვისა და ციხისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი გუშინ, დღის მეორე ნახევარში ზღვაში შევიდა და გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები და სამართალდამცავები არიან ჩართული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
როგორც ირკვევა, მამაკაცი რუსეთში მცხოვრები, სომეხი ეროვნებისაა, რომელიც აჭარაში დასასვენებლად იყო ჩასული.