16 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.3885 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3888 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.03 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7950 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8059 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.09 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6765 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.0747 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 17 აგვისტოდან შევა ძალაში.