გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ივლისის თვეშისაშუალო ტემპერატურა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე აღინიშნა ნორმაზე 1-2.5 გრადუსით მაღალი, რაც განპირობებული იყო თვის პირველ დეკადაში საქართველოს ტერიტორიაზე ევროპის სამხრეთი და ცენტრალური რაიონებიდან თბური ტალღის გავრცელებით.
• ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა +39.70C ზესტაფონში; აღმოსავლეთში +39.00C ლაგოდეხში.
• ტემპერატურის წლიური ექსტრემუმების გადაფარვა არ აღნიშნულა.
• აღინიშნა მხოლოდ თვის ექსტრემუმების უმნიშვნელო გადაფარვა შოვში. საგუშაგოზე დაფიქსირდა +35.70C, რაც +0.20C-ით აღემატება 2015 წელს დაკვირვებულ მაქსიმუმს.
თბილისში 1881 წლიდან დღემდე 2017 წლის ივლისი იყო მეოთხე სითბოს მიხედვით 2000, 1882 და 2010 წლების შემდეგ. თვის საშუალო ტემპერატურამ შეადგინა +26.70C.
ივლისის ყველაზე მაღალი საშუალო ტემპერატურა აღინიშნა 2000 წელს +27.70C. აგვისტოს პირველ ნახევარში საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებდა ევროპის სამხრეთი რაიონებიდან გავრცელებული თბური ტალღა.
• ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა +40.40C ქუთაისში; აღმოსავლეთში +39.80C თბილისში.
• ტემპერატურის წლიური ექსტრემუმების გადაფარვა არ აღნიშნულა.
• აღინიშნა მხოლოდ თვის ექსტრემუმების უმნიშვნელო გადაფარვა ხაშურში. საგუშაგოზე დაფიქსირდა +38.50C, რაც +0.10C-ით აღემატება 2015 წელს დაკვირვებულ მაქსიმუმს.