საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები შიმშილობას მეორე დღეა აგრძელებენ.
გუშინ პროფესიოული კავშირების წარმომადგენლებთან ერთად, აქციის მონაწილეებმა კარვის გაშლაც სცადეს, თუმცა, პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
გაფიცცულებმა ღამე რკინიგზის დეპარტამენტის შენობასთან გაატარეს და როგორც თავად აცხადებენ, ისინი მოლაპარაკებებისთვის მზად არიან და რკინიგზის ადმინისტრაციისგან კონკრეტულ წინადადებებს დღეს ელოდებიან.