ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე წარმოიქმნა წყლის გამტარუნარიანობის პრობლემა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის წყალმიმღები სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს, თუმცა, ერთდროულად მოსული დიდი რაოდენობით ნალექის გამო შეფერხდა დაგროვებული წყლის გადინება.
შპს „ბათუმის წყლის“ ცხელ ხაზზე დატბორვასთან დაკავშირებით რამდენიმე შეტყობინება შემოვიდა. თითოეულ შეტყობინებაზე მოხდა სწრაფი რეაგირება. გადაადგილების პრობლემა არ შექმნია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებს. რეგულარულ რეჟიმში მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. "მოსახლეობას ვთხოვთ, საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 24 22 22", აცხადებენ ბათუმის მერიაში.