გერმანულმა ავიაკომპანია Air Berlin-მა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Spiegel-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ავიაკომპანიას 1,2 მლრდ ევროს ვალი დაუგროვდა.
გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ, Air Berlin-ის 150 მილიონი ევროს კრედიტი გამოუყო. ამ ფულის წყალობით, ავიაკომპანია ფრენების გაგრძელებას შეძლებს.
იმავდროულად კი Air Berlin-ის მთავარმა აქციონერმა Etihad-მა ავიაკომპანიისთვის დამატებითი თანხების გამოყოფაზე უარი განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესის გაყიდვაზე მოლაპარაკებები უკვე შედგა Lufthansa-თან.
Air Berlin-ი წაგებაზე 2008 წლიდან მუშაობს. ავიაკომპანიამ რეკორდული ზარალი - 780 მლნ ევრო 2016 წელს დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ Air Berlin-ი 1978 წლიდან ოპერირებს და ის გერმანიაში სიდიდით მეორე ავიაკომპანიადაა მიჩნეული.